,,ეს ყველაფერი შესაძლოა, პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით იყოს" - ბარამიძე Responsible statecraft-ის სტატიაზე

27.09.24 14:01
,,ეს ყველაფერი შესაძლოა, პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით იყოს" - ბარამიძე Responsible statecraft-ის სტატიაზე

,,ეს ყველაფერი შესაძლოა, პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით იყოს, ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმს  ხელს არ ართმევს არავინ, არცერთი ცივილიზებული ქვეყნის ხელმძღვანელი. 26 ოქტომბერს ამ პრორუსულ მოღალატურ რეჟიმს ქართველი ხალხი ხელისუფლებიდან აუცილებლად საბოლოოდ გაუშვებს“, - ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანმა გიორგი ბარამიძემ, ,,ამერიკულ გამოცემა Responsible statecraft“-თან დაკავშირებით განაცხადა.

ბარამიძის თქმით, ივანიშვილს, პუტინს და ა.შ ძალებს, ბევრი საშუალება აქვთ იმისთვის, რომ დააწერინონ სხვადასხვა აბსოლუტურად უცნობ, არაავტორიტეტულ გამოცემებს ის, რაც მანდ უნდათ.

,,ეს კითხვა, რომელიც მოდის სამთავრობო მედიებიდან, კიდევ უფრო აჩვeნებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში არის პრორუსული მოღალატეობრივი რეჟიმის მდგომარეობა. ვისაც უნდა, ყველა ყველგან დაწერს რაღაცას, მთავარია, რამდენად ავტორიტეტულია და რამდენად რაიმეს წარმოადგენს ესა თუ ის პუბლიკაცია, თორემ ივანიშვილს, პუტინს და ა.შ ამ ძალებს, რამდენიც გინდათ, იმდენი საშუალება აქვთ, რომ დააწერინონ სხვადასხვა აბსოლუტურად უცნობ, არაავტორიტეტულ გამოცემებს ის, რაც მანდ უნდათ.

,,ვაშინგტონ პოსტი“ რას წერს, ,,New York Times” რას წერს, იმას შევხვედოთ, ვისაც აქვთ გავლენა. ეს დააწერინეს მარგინალურმა გარკვეულმა ძალებმა, რომელიც შესაძლოა, პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით იყოს, პუტინი ისედაც ეხმარება პროპაგანტისტულად. ჩვენ ვიცით, რომ არ რეჟიმს  ხელს არ ართმევს არავინ, არცერთი ცივილიზებული ქვეყნის ხელმძღვანელი. კითხვები უნდა დავუსვათ ამ რეჟიმს, თუ რატომ მიიყვანა საქართველო ისეთ მდგომარეობამდე, რომ ყველა ჩვენს მეგობარს მსოფლიოში, რომელზედაც დგას საქართველოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, აქვს უზარმაზარი პრობლემა ამ რეჟიმთან მიმართებაში და მათ ხელს არ ართმევენ. ჩვენს ქვეყანაში რა მდგომარეობაც არის ნათელია, ხალხს არ უნდა არც სიrარიბე და არც გაუსაძლისი მდგომარეობა, რომელიც არის ქვეყანაში, ქვეყნის დაცლა, ქვეყნის იზოლაცია. იზოლაცია არ არის ქართველი ხალხის გზა, დღეს არის 27 სექტემბერი, მტრის მიერ სოხუმის დროებით ოკუპირების დღე, ამიტომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში კეთილდღეობა, ჩვენ გვინდა ნატოში მშვიდობიანი გამთლიანება. ეს არის ქართველი ხალხის გზა და არა მტრისთვის ბოდიშის გადახდა სამარცხვინოდ და არა იაფასიანი სპეკულაციები, რომ ხალხს თავი მაჩვენო, თითქოს ვიღაცა აკრიტიკებს, მაგრამ ვიღაცა მათ მხარეს არის. ივანიშვილის რეაჟიმს აქვს მძიმე მდგომარეობა, რომელსაც ვერაფერი ვერ გადაარჩენს, იმიტომ, რომ ვინც მოსატყუებელი იყო მთელი 12 წლის განმავლობაში, ყველა მოატყუეს. კარგად იციან მათაც და მათმა პატრონმა, პუტინმაც. 26 ოქტომბერს ამ პრორუსულ მოღალატურ რეჟიმს ქართველი ხალხი ხელისუფლებიდან აუცილებლად გაუშვებს“- განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.

  • ნებისმიერ შემთხვევაში, საკანონმდებლო ნაკლი ძნელად ამართლებს დახმარების შეწყვეტას და ვიზების შეზღუდვას და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დისკუსიების შეჩერებას, როგორც ეს გააკეთეს აშშ-მა და ევროკავშირმა. იგივე კრიტიკა შეიძლება ვაშინგტონში, ბრიუსელში და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის დედაქალაქებში უამრავი კანონის მიმართ, - ამის შესახებ Cato-ს ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი და პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ყოფილი სპეციალური თანაშემწე დუგ ბენდოუ Responsible Statecraft-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომლის სათაურია: „შეიძლება თუ არა აშშ-ს დადანაშაულება საქართველოს არჩევნებში „ჩარევაში“? 

მსგავსი სიახლეები