"ოცნების" სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, თუმცა ამასაც პასუხი 26 ოქტომბერს გაეცემა - ბოკუჩავა TI-ის სარჩელზე

27.09.24 14:05
"ოცნების" სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, თუმცა ამასაც პასუხი 26 ოქტომბერს გაეცემა - ბოკუჩავა TI-ის სარჩელზე

"ქართული ოცნების" პოლიტიკურ ვერტიკალში მყოფი სასამართლო, სამწუხაროდ, ვერ შეძლებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ ამაზე პასუხსაც ივანიშვილი მიიღებს 26 ოქტომბერს", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა. საუბარია სარჩელზე, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, გაუქმდეს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომელიც მათგან ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენას ითხოვს. 

ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს მოქალაქეები არჩევანს თავისუფალი სასამართლოს, თავისუფალი მედიის და ევროპული კეთილდღეობის სასარგებლოდ გააკეთებენ. 

სამოქალაქო სექტორზე ამგვარი თავდასხმა არის პუტინის მეთოდები, რომლითაც უკვე პირდაპირ ხელმძღვანელობს "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კრიზისის გამო და დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ვერტიკალში მყოფი სასამართლო, სამწუხაროდ, ვერ შეძლებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ ამაზე პასუხსაც ივანიშვილი მიიღებს 26 ოქტომბერს, სადაც ქართველი ხალხი აირჩევს თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიას, თავისუფალ სამოქალაქო სექტორს, ევროპულ კეთილდღეობას. ღრმად ვარ დარწმუნებული, სწორედ ეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს თბილისის საქალაქო სასამართლო", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები