"ოცნების" იერიში ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებზე - რას ამტკიცებს მიქანაძე
"ქართული ოცნების" ახალი იერიში სადამკვირვებლო მისიებზე - ოლიგარქის პარტიამ სამიზნეში ის არასამთავრობო ორგანიზაციები ამოიღო, ვინც წინასაარჩევნო პროცესს აკვირდება. გივი მიქანაძის სამიზნეში მოხვდა თინა ხიდაშელის "სამოქალაქო იდეა" და კიდევ 25 არასამთავრობო ორგანიზაცია.
სახელისუფლები გუნდის წარმომადგენლის თქმით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ქვეყანაში 49 სადამკვირვებლო მისიაა დარეგისტრირებული, საიდანაც, მისი მტკიცებით, 26 ოპოზიციურ პარტიებთან არის კავშირში.
მიქანაძემ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიწოდებუილ ინფორმაციები არ გაითვალისწინონ.
კვლევის შედეგად მოპოვებული საჯარო წყაროებით ნათლად ჩანს ცესკოში რეგისტრირებული რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია რომელ პოლიტიკურ სუბიექტთან არის დაკავშირებული. აშკარაა, რომ ამ ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოდგენილი მონიტორინგი იქნება და საერთო არაფერი ექნება ობიექტურობასთან. ამიტომაც, გვსურს, რომ ინფორმაცია ამ ორგანიზაციების შესახებ ჰქონდეს ჩვენ საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც განახორციელებენ არჩევნებზე დაკვირვებას.
მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავსი ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია.
სწორედ ამ ორგანიზაციების მხრიდან მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ყველანაირ სანდოობას მოკლებულია, - განაცხადა მიქანაძემ.
"პირველები" ასევე დაინტერესდა, როდიდან გახდა თინა ხიდაშელი "ქართული ოცნებისთვის" არაობიექტური დამკვირვებელი. აღსანიშნავია, რომ ხიდაშელი "ოცნების" მმართველობისას თავდავის მინისტრის პოსტსაც იკავებდა.
მიქანაძე ამტკიცებს, რომ ახლა უკვე ხიდაშელი მიკერძოებულია.
თინა ხიდაშელი რომ ოპოზიციურ განწყობებზეა, ეს დიდი ხანია საზოგადოებისთვის ცნობილია. კი, 2012 წლის შემდეგ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკავებდა მაღალ თანამდებობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, მაგრამ შეგახსენებთ, რომ მაშინდელი ხელისუფლება იყო კოალიციური ხასიათის. შემდგომში, როდესაც აბსოლუტურად პოზიციათა განსხვავება მოხდა, არა მარტო თინა ხიდაშელი, არამედ მისი მეუღლეც ოპოზიციაში გადავიდნენ და ამ მოცემულობაში, ორგანიზაცია, რომელიც ხიდაშელმა რამდენიმე წლის წინ დააფუძნა, ვიცით, რომ ტაივანიდან ფინანსდება და ამას არც და ვერც მალავენ. ის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევა, ამიტომ ამ ადამიანის მხრიდან დამოუკიდებელი ხასიათის მონიტორინგის ჩატარება თქვენთვის მისაღებია?, - ამბობს მიქანაძე.
"პირველებმა" გივი მიქანაძე გაახსენა, რომ ერთ დროს ისიც "ნაციონალურ მოძრაობაში" ირიცხებოდა, თუმცა ის ამტკიცებს, რომ ამ პარტიას არასდროს წარმოადგენდა.