კობახიძის კრახით დასრულებული ვიზიტი აშშ-ში - პრემიერი ამტკიცებეს, რომ "ბაიდენი ბავშვივით გაიბუტა"

27.09.24 20:07
კობახიძის კრახით დასრულებული ვიზიტი აშშ-ში - პრემიერი ამტკიცებეს, რომ "ბაიდენი ბავშვივით გაიბუტა"

 

 

კობახიძე ფიქრობს, რომ ბაიდენი მასზე გაბუტულია. შტატებში კრახით დასრულებული ვიზიტის შემდეგ მთავრობის მეთაური თავის დამშვიდებას თბილისში ცდილობს. ამტკიცებს, რომ ბაიდენი ბავშვურად გაიბუტა და ამიტომ დაუხურა მას ადმინისტრაციის კარი. არადა, კობახიძეს ამერიკაში დიდი მისია  ქონდა.  პარტნიორები უნდა დაერწმუნებინა,  რომ დასანქცირების პროცესი შეწყდეს, მაგრამ უკან დაბრუნებულმა კობახიძემ საიმედო ვერაფერი ჩამოიტანა

პრემიერი, რომელმაც გაეროს უმაღლესი ტრუბუნა რუსულ ოკუპაციაზე სალაპარაკოდ მიზანმიმართულად არ გამოიყენა, დღეს დაღუპული გმირების ოჯახების წინ ამტკიცებდა, რომ რუსული აგრესია საქართველოს ბრალია. საკუთარი ქვეყნის დადანაშუალებით "ქართული ოცნება" რუსულ პროაპაგანდას უკვე სისტემატიურად ავითარებს. ეს კი შესაძლოა, სავალალო შედეგით  დასრულდეს. უკვე განჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლების საბოლო მიზანი აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებაა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები