შტურმი არასამთავრობოებზე - "ოცნება" ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს უნდობლობას უცხადებს
შტურმი არასამთავრობოებზე - არჩევნების წაგების შიშით შეპრობილი "ქართული ოცნების" მთავარი სამიზნე მესამე სექტორი ხდება. უნდობლობას უცხადებენ ყველა იმ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, ვინც გადამწყვეტი არჩევნების მონიტორინგი უნდა განახორციელოს. სწორედ დამკვირვებლებმა უნდა დაიცვან არჩევნები გაყალბებისგან. ეს კი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია.
"ოცნების" შავ სიაში ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია მოყვა. ხელისუფლება მათ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. სწორედ ამ ორგანიზაციების ანგარიშებზე იქნება დამოკიდებული აღიარებს თუ არა ცივილიზებული სამყარო 26 ოქტომბრის არჩევნებს. ამიტომ ოცნება საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოუწოდებს უნდობლობა გამოუცხადონ ქართულ არასმათვრობო სექტორს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
წითლიძე "გახმაურებულ მკვლელობებზე" პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს და მის გამოკითხვას ითხოვს
"ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში"