ხელისუფლება "ილიაუნს" აკრედიტაციის გაუქმებით ემუქრება - რას ვერ პატიობენ პრესტიჟულ უნივერსიტეტს?

27.09.24 20:22
ხელისუფლება "ილიაუნს" აკრედიტაციის გაუქმებით ემუქრება - რას ვერ პატიობენ პრესტიჟულ უნივერსიტეტს?

 

 

რეპრესიები დაიწყო განათლების სისტემაშიც. მოსალოდნელი პროტესტით შეშინებული ხელისუფლება სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების ტერორზე გადავიდა. პირველი მსხვერპლი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული სახელმწიფო უნივესიტეტი გახდა. როგორც ჩანს, ილიაუნს და მის სტუდენტებს რუსული კანონის წინააღმდეგ მკვეთრი პოზიცია არ აპატიეს, ამიტომ ავტორიზაცია პირობებით და დათქმებით მიანიჭეს. ანუ სასწავლებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ სტუდენტებს განათლებას ყველა სტანდარტის დაცვით აძლევს. 

არადა, ილიაუნს ყველა მოთხოვნილი სტანდარტიდან ექსპერტების უამღლესი შეფასება აქვს მიღებული. ამის მიუხედავად, ავტორიზაციის საბჭომ მაინც უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

თავად უნივესიტეტში ამ ფაქტს პირდაპირ მუქარად აღიქვავენ. ანუ, თუ უნივესიტეტი კვლავ აქტიურად იქნება ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მას აკრედიტაციას გააუქმებენ. არაოფიციალური  გაფრთხილება სასწვალებლებმა მარტის აქციების შემდეგ მიიღეს და ახალა "ოცნებამ" სადამსჯელო ოპერაციის სისრულეში მოყვანა გადაწყვიტა.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები