ცათამბჯენები იპოდრომის ტერიტორიაზე - საკრებულოს დეპუტატები მერიის წინააღმდეგ ბრძოლას სასამართლოში აგრძელებენ
ბრძოლა იპოდრომის გადასარჩენად - სამ დღეში საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ უნდა თქვას, ჩაერთვება თუ არა სამართლებრივ დავაში მერია, ვისოლ ჯგუფი, რომელიც ტერიტორიის მფლობელია და ხალხი, ვინც მოსალოდნელ სავალალო შედეგზე საუბრობს. იპოდრომი, რომელიც ლამის ერთადერთი გამწვანებული სივრცეა ქალაქში, მალე სამშენებლო მოედნად გადაიქცევა.
საპროტესტო ბანერებით სასამართლოში დღეს საკრებულოს დეპუტატები მივიდნენ. ისინი სარჩელის ავტორები არიან, რითაც იპოდრომზე დაგეგმილი ცათამბჯენების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ კალაძე და მისი გარემოცვა ამ პროექტით დიდი ფულის გაკეთებას ცდილობენ, თბილისი კი ურბანული გენოციდის ზღვარზეა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
წითლიძე "გახმაურებულ მკვლელობებზე" პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს და მის გამოკითხვას ითხოვს
"ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში"