ხელისუფლებაში მყოფი ნაძირლები და მოღალატეები 2008 წლის ომში რუსეთის ბრალეულობის შემსუბუქებას ცდილობენ - ბარამიძე
"ქართული ოცნების" განცხადებების ფონზე, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე მმართველ პარტიას ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურ ბანდად აცხადებს.
გიორგი ბარამიძე "პოლიტიკური ამბების" ეთერში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" და რუსეთი რეზოლუციის სულისკვეთებას არ იზიარებენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოკუპანტი სახელმწიფოსა და ივანიშვილის ხელისუფლების იდენტური განცხადებები დასტურია იმისა, რომ "ოცნება" რუსეთის ბრალეულობის შემსუბუქებას ცდილობს.
რუსეთს არ მოსწონს, ისევე როგორც რუსების მონებს, ბიძინა ივანიშვილის ამ კრიმინალურ ბანდას არ მოსწონს ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც წერია, რომ საქართველო არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და რუსეთია ოკუპანტი. შენ რატომ ამბობ იმის საწინააღმდეგოს, რაც სტრასბურგმა და ჰააგამ თქვა. გეტყვით რატომ ლაპარაკობენ, მათაც იციან და მათმა პატრონმა პუტინმაც იცის, რომ ისინი აგებენ და სწორედ ხელისუფლებაში მყოფმა ამ ნაძირლებმა და მოღალატეებმა მოასწრონ, რომ რამენაირად რუსეთის ბრალი შეამსუბუქონ", - ამბობს გიორგი ბარამიძე.