"ქართული ოცნებისთვის", ისევე როგორც პუტინისთვის, მიუღებელია დამოუკიდებელი აზრი - კორძაია
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კოძაია "ქართულ ოცნებასა" და ომის დანაშაულებში მხილებულ ვლადიმერ პუტინს შორის პარალელს ავლებს და აცხადებს, რომ როგორც ივანიშვილის ხელისუფლებისთვის, ასევე პუტინისთვის დამოუკიდებელი აზრი მიუღებელია.
თამარ კორძაია "დღის ამბების" ეთერში "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში წარმოქნილ საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, ქართველ ხალხს შესაძლოა, ქართულ ენაზე ლაპარაკის პრობლემა შეექმნას.
თუ ვინმეს ჰქონდა რაიმე სიმპათია "ოცნებასთან" მიმართებით, უნდა გამოფხიზლდეთ და დაინახოთ, რომ ხვალ ქართულ ენაზე ლაპარაკის პრობლემა შეგვექმნება, რადგან გაურკვეველია, როგორ შემოდიან რუსები ამ ქვეყანაში. საქართველოში უნდა არსებობდეს უსაფრთხოების პოლიტიკა. ის, რომ ქვეყანაში უკვე 40 ათასამდე რუსული ბიზნესი არის დარეგისტრირებული, ამაზე ლაპარაკობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც დღეს ამ ქვეყნიდან ერეკებიან. "ქართული ოცნებისთვის", ისევე როგორც პუტინისთვის, მიუღებელია დამოუკიდებელი აზრი. ყველა თავისუფალი სივრცის მოშთობისკენ არიან წასულები", - ამბობს თამარ კორძაია.
მსგავსი სიახლეები
წითლიძე "გახმაურებულ მკვლელობებზე" პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს და მის გამოკითხვას ითხოვს
"ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში"