გვყავს ხელისუფლება, რომელიც გმირებს ეუბნება, რომ თითქოს, ბოდიში აქვთ მოსახდელი - ხასაია

27.09.24 23:59
გვყავს ხელისუფლება, რომელიც გმირებს ეუბნება, რომ თითქოს, ბოდიში აქვთ მოსახდელი - ხასაია

"გვყავს ხელისუფლება, რომელიც გმირებს ეუბნება, რომ თითქოს, ბოდიში აქვთ მოსახდელი" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა, გელა ხასაიამ "დღის ამბების" ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საქართველო და მისი ისტორია არ იმსახურებს ყველაფერ იმას, რასაც დღეს "ქართული ოცნება" საზოგადოებას სთავაზობს. 

ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ფონზე, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება გაწირეს და შეწირეს ჩვენს ქვეყანას, ასე ესაუბრება და თითქოს, ბოდიში აქვთ ამ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს მოსახდელი. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ისტორია არ იმსახურებს იმას, რასაც დღეს ხელისუფლება გვთავაზობს", - ამბობს გელა ხასაია. 

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, პარტიულ ყრილობაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა

"გამოვნახავთ ძალას ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ენმ-მა ალში გახვია ოსი დები-ძმები"- თქვა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა აგვისტოს ომზე საუბრისას.

მსგავსი სიახლეები