პრეზიდენტი: ივანიშვილმა ომი გამოუცხადა პარტნიორებს, რათა მოსკოვის გვერდით დამდგარიყო

28.09.24 11:11
პრეზიდენტი: ივანიშვილმა ომი გამოუცხადა პარტნიორებს, რათა მოსკოვის გვერდით დამდგარიყო

ივანიშვილმა ომი გამოუცხადა პარტნიორებს, რათა მოსკოვის გვერდით დამდგარიყო - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის ,,ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ოლიგარქმა კრემლის დირექტივა შეასრულა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის დამშვიდება დაიწყო.

ქვეყნის მთავარსარდალმა შუაგულ ევროპაში პირდაპირ თქვა, რომ ივანიშვილის პარტია რუსული დავალებით მოქმედებს და ქვეყანას ევროპას კრემლიდან მიღებული მითითებებით აშორებს.

კანდიდატის სტატუსმა გარკვეულწილად, მოსკოვის სიბრაზე გამოიწვია, რომელმაც უდავოდ სთხოვა, ან მოსთხოვა უფრო და უფრო ღიად პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებას ეჩვენებინა, თუ რომელ მხარეს პოზიციონირებდა. კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, პრაქტიკურად იანვრიდან გვაქვს ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის ტალღები, რაც ადრე დაიწყო; იყო თბილისში მყოფ ელჩებზე თავდასხმა, მაგრამ ამან ბევრად უფრო ოფიციალური, ფორმალური ხასიათი მიიღო, ბატონი ივანიშვილით საათავეში, რომელმაც პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს, იმისათვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო, ბრალს სდებდა რა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ჯარის, პოლიციის ჩამოყალიბებაში, რომ თითქოს მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. თითქოს ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ეძებდნენ კრიზისის ახალ თეატრს, მაშინ როდესაც ჩვენს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სულ ახალ ფრონტებს სხნის ყველა მისი მეზობლის წინააღმდეგ, არის და ყოველთვის იყო რუსეთი", - თქვა ზურაბიშვილმა. 

საფრანგეთის პარლამენტში გამართული ღონისძიება ნაწილია კამპანიისა „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც თითქმის სამი წელია მიმდინარეობს აფხაზთა კრების, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულასა და პარტია ფედერალისტების ორგანიზებით. კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება. 

მსგავსი სიახლეები