არჩევნების შემდეგ, საქართველო ან დაბრუნდება თავის ევროპულ გზაზე ან აღარ იქნება საქართველო - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის ,,ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას 26 ოქტომბრის სასწიცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ "არ შეიძლება ეს ბრძოლა საქართველოს დამარცხებით დასრულდეს"
სალომე ზურაბიშვილმა ევროპის შუაგულიდან საქართველოს მოსახლეობას პირდაპირ უთხრა, რომ თუ საქართველო არჩევნების შემდეგ, ევროპულ გზაზე არ დაბრუნება ეს დიდი ტრაგედია იქნება.
ეს ბრძოლა არ შეიძლება საქართველოს დამარცხებით დასრულდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან ეს არჩევნები , სასიცოცხლო არჩევნებია. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ან საქართველო დაბრუნდება თავის ევროპულ გზაზე, მე ამაში დარწმუნებული ვარ, ან აღარ იქნება საქართველო და ეს იქნება ტრაგედია არა მხოლოდ მისთვის, არამედ მეზობელი სომხეთისთვის, რომელიც იგივე მიმართულებით ვითარდება და რომელსაც საქართველოს ხიდი სჭირდება და ეს ტრაგედია იქნება კავკასიისთვის და ევროპის წარმომადგენლობისთვის ამ რეგიონში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისი მდებარეობით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საფრანგეთის პარლამენტში გამართული ღონისძიება ნაწილია კამპანიისა „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც თითქმის სამი წელია მიმდინარეობს აფხაზთა კრების, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულასა და პარტია ფედერალისტების ორგანიზებით. კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება.
მსგავსი სიახლეები
წითლიძე "გახმაურებულ მკვლელობებზე" პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს და მის გამოკითხვას ითხოვს
"ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში"