მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა - კობახიძე ამილახვარის გადადგომაზე
ირაკლი კობახიძე განათლების მინისტრის გადადგომის გადაწყვეილებას სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ გიორგი ამილახვარის მიერ თანამდებობის დატოვება მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება საქართველოს მთავრობისთვის .
მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის.
მინისტრის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის.
შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით.
გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე
განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ამილახვარის თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვტილება გუნდში ერთობლივად იქნა მიღებული. აწ უკვე ყოფილი მინისტრი სხვა თანამდებობაზე არ ინიშნება, ის მიდის მთავრობიდან და აღმასურლებელი ხელისუფლებიდანაც.
როგორც გიორგი ამილახვარი ამბობს, ის კერძო სექტორში ბრუნდება.