წავიდა, თუ გააგდეს, რა მნიშვნელობა აქვს, არჩევნების წინ განათლების მინისტრის წასვლა ადასტურებს, რომ აგებენ - სამადაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, არჩევნების წინ განათლების მინისტრის წასვლა ერთ რამეს ადასტურებს, რომ "ოცნება" აგებს.
სამადაშვილის თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამილახვარი თავად წავიდა, თუ გააგდეს. მთავარია, რომ "რუსებისთვის ქვეყნის ჩაბარებას არავინ აპირებს, მათ შორის მასწავლებლები, პირველ რიგში".
ვერანაირ მობილიზაციას ვერ უკეთებენ ვეღარც ე.წ. ადმინისტრაციულ რესურსებს. რუსებისთვის ქვეყნის ჩაბარებას არავინ აპირებს, მათ შორის მასწავლებლები, პირველ რიგში.
წავიდა, თუ გააგდეს, რა მნიშვნელობა აქვს. არჩევნების წინ განათლების მინისტრის წასვლა მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს-აგებენ", - წერს სალომე სამადაშვილი.
განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ამილახვარის თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვტილება გუნდში ერთობლივად იქნა მიღებული. აწ უკვე ყოფილი მინისტრი სხვა თანამდებობაზე არ ინიშნება, ის მიდის მთავრობიდან და აღმასურლებელი ხელისუფლებიდანაც.
როგორც გიორგი ამილახვარი ამბობს, ის კერძო სექტორში ბრუნდება.