ილიას უნივერსიტეტისთვის გამოტანილი ვერდიქტი - რას ამბობს გიორგი ამილახვარი

28.09.24 11:58
ილიას უნივერსიტეტისთვის გამოტანილი ვერდიქტი - რას ამბობს გიორგი ამილახვარი

ილიას უნივერსიტეტისთვის გამოტანილი ვერდიქტი - გიორგი ამილახვარი ირწმუნება, რომ უნივერსიტეტის ავტორიზაციას არანაირი საფრთხე არ შექმნია და სპეკულაციას უწოდებს გავრცელებულ ინფრომაციას, რომ ხელისუფლება ილიაუნის რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სჯის. 

ამილახვარი ამტკიცებს, რომ განათლების სამინისტრო და მტავრობა ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილებაში არ ერევა და არც ჩარეულა.

არანაირი პრობლემა, კითხვის ნიშანი და საფრთხე ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციას არ შექმნია. საბჭომ, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც ექსპერტთა ჯგუფმა გამოსაზღვრა ანგარიში, ერთი წლის თავზე, ექსპერტთა ჯგუფმა გადაამოწმონ მონიტორინგის საფუძველზე, თუ როგორ სრულდება ეს მონიტორინგები. სხვა ყველაფერი, ეს არის სრული სპეკულაცია და ინტერპრეტაცია. არც უნივერსიტეტს, არც არცერთ სტუდენტს არ ექმნება პრობლემა. მინისტრმა რომ იცოდეს ექსპერტთა დასკვნა და ავტორიზაციის საბჭოს ფუნქციონირებაში რომ ირეოდეს, თავიდან ბოლომდე კითხვის ქვეშ ვაყენებთ იმ სისტემას, რომელიც მრავალი წელია ავაწყეთ. იცოდეთ, რომ ხარისხის ეროვნული ცენტრი არის ევროკავშირის წევრი ხარისხის ეროვნული ცენტრის წევრი", - განაცხადა ამილახვარმა. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია პირობებით და დათქმებით მიანიჭეს. უნივერსიტეტი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრინციპულად არ ეთანხმება და მას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

მსგავსი სიახლეები