ლევან მაჭავარიანი ირწმუნება, რომ გიორგი ამილახვრის გადადგომის მიზეზი ბიზნესში დაბრუნებაა
"ოცნების" დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი ირწმუნება, რომ გიორგი ამილახვრის გადადგომის მიზეზი ბიზნესში დაბრუნებაა.
მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ აწ უკვე ყოფილ მინისტრზე ზეწოლა არ განხორციელებულა და ამილახვარმა პოსტის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.
გარწმუნებთ, რომ გიორგი ამილახვრის გადადგომის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ბიზნესში ბრუნდება. თქვენ თუ რაღაც სანქციების გარშემო საუბრობთ, ჯერ ეს ერთი ამ სანქციების არავის ეშინია და როდესაც სანქციებზე საუბრობენ ჩვენი პარტნიორები, იქ მინისტრს არავინ არ ახსენებს, ყოველთვის ყურადღება დეპუტატებზეა ხოლმე გამახვილებული. ეტყობა, ის მომენტია, როცა მას მსხვილი ბიზნესი აქვს და საჭიროებას იქით ხედავს", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ამილახვარის თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვტილება გუნდში ერთობლივად იქნა მიღებული. აწ უკვე ყოფილი მინისტრი სხვა თანამდებობაზე არ ინიშნება, ის მიდის მთავრობიდან და აღმასურლებელი ხელისუფლებიდანაც.
მსგავსი სიახლეები
წითლიძე "გახმაურებულ მკვლელობებზე" პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს და მის გამოკითხვას ითხოვს
"ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში"