ამილახვრის თანამდებობიდან გადადგომა ინდულგენცია ვერ იქნება - ბუაძე

28.09.24 15:18
ამილახვრის თანამდებობიდან გადადგომა ინდულგენცია ვერ იქნება - ბუაძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, გიორგი ამილახვრის მინისტრობიდან გადადგომა "ოცნებაში" არსებული განწირული ვითარების დამადასტურებელია. 

ბუაძე ამბობს, რომ აწ უკვე განათლების ყოფილი მინისტრის მიერ პოსტის დატოვება, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, "ინდულგენცია ვერ იქნება"

იმ მთავრობის წევრისთვის, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსული სპეცოპერაციის განხორციელებას და რუსული კანონის მიღებას, თანამდებობიდან გადადგომა, ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ინდულგენცია, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ აი ამ მარცხისთვის განწირულ გემზე არსებულ ვითარებას, ვხედავთ იმ ქაოსს, რომელიც "ოცნებაში" არის და ბუნებრივია, არ არის გასაკვირი, რომ "ოცნების" რიგებს სხვადასხვა მიზეზებით ტოვებენ ადამიანები. ბუნებრივია, არჩევნებამდე, 28 დღით ადრე მინისტრი შემთხვევითობის ან სხვა რაიმე ფაქტორის გამო არ დატოვებს. აქ, ცხადია, რომ რაღაც ღრმა კრიზისზე არის საუბარი, თუმცა ღრმა კრიზის მოსალოდნელი არის იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში რუსეთის ინტერესებს ემსახურება" - აცხადებს საბა ბუაძე. 

განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

ამილახვარის თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვტილება გუნდში ერთობლივად იქნა მიღებული. აწ უკვე ყოფილი მინისტრი სხვა თანამდებობაზე არ ინიშნება, ის მიდის მთავრობიდან და აღმასურლებელი ხელისუფლებიდანაც.

 

მსგავსი სიახლეები