ივანიშვილის შექმნილი რუსული ყაიდის მმართველობითი სისტემა ინგრევა და ამას ამილახვრის უეცარი გადადგომა ადასტურებს - ჩიხრაძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ გიორგი ამილახვრის მიერ განათლების მინისტრის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ "ივანიშვილის მიერ შექმნილი რუსული ყაიდის სისტემა, რომელიც შიშსა და იძულებას ეფეძნება, ინგრევა".
ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ გიორგი ამილახვრის მიერ პოსტიდან გადადგომა დასტურია იმისა, რომ "ქართული ოცნების" მიერ განათლების სისტემაზე დამყარებული ტოტალური კონტროლი კრახს განიცდის.
ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი რუსული ყაიდის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, იძულებაზე, ადამიანების კონტროლზე ფაქტია, რომ ინგრევა. ამ ნგრევის ძალიან ცხადი დადასტურება გახლავთ, განათლების მინისტრის უეცარი გადადგომა. დღეს არ აქვს მნიშვნელობა, იმაზე საუბარს განათლების მინისტრი აი ამ რთულ ვითარებაში გაუშვეს თანამდებობიდან თუ თავად დატოვა თანამდებობა და გაექცა პასუხისმგებლობას. ორივე შემთხვევაში, ეს ნიშნავს იმას და მომასწავებელია იმისა, რომ ის ტოტალური კონტროლი, რომელიც ''ქართულ ოცნებას'' დამყარებული ჰქონდა განათლების მტლიან სისტემაზე, როგორც სკოლებზე ისე უმაღლესი სასწავლებლის მიმართულებით, კრახს განიცდის.
ფაქტია, რომ კონტროლის ის მექანიზმები, რომლებიც აქამდე ცხადად მუშაობდა და ჩვენ ამის, არაერთი მაგალითი გვაქვს ნანახი წინა წლების განმავლობაში უკვე აღარ მუშაობს და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ უკვე ნელ-ნელა, თავისუფალი ნების ძალიან ცხადი გამოვლინებები ხდება როგორც თბილისში ისე რეგიონებში და ეს არის ძალიან მისასალმებელი. თქვენ იცით, რომ ამ კონტროლს ცდილობს, ''ქართული ოცნების'' ხელისუფლება უმაღლეს სასწავლებლებზეც და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ამ დღეებში ფაქტი, რომ ილიას უნივერსიტეტმა პრაქტიკულად ვერ გაიარა აკრედიტაცია, ანუ, დროებით მისცემს მას ავტორიზაციას გავლის შესაძლებლობა, თითქოს, მან რაღაც პირობები ვერ დააკმაყოფილა.
ეს არაფერია გარდა იმისა, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, სწორედ იმის გამო, რომ ილიაუნი იყო ის უნივერსიტეტი, რომელიც რუსული კანონის პროტესტის დროს ჯერ კიდევ პროცესში იყო აქტიურად ჩართული და ამავდროულად იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის, ერთ-ერთი საგარეო საქმეთა მინისტრის უცხოელი პარტნიორებს სტუმრობა ილიაუნიში, რომელშიც მიწვეულნი არ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩვენ მაშინ ცხადად დავინახეთ, ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც ჰქონდა განათლების სამინისტროს და ''ქართულ ოცნებას'' ილიაუნის მიმართ, მისი ხელმძღვანელობის მიმართ და ჩვენ მოვისმინეთ არაერთი მუქარა. გადაწყვიტეს, რომ ეს მუქარა სისრულეში მოიყვანონ.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ ასევე განვაცხადეთ, იმის თაობაზე, რომ როლანდ შავაძეს ''ძლიერი საქართველოს'' ერთ-ერთ აქტიურ წარმომადგენელს გაუფრთხილებლად შეუწყვიტეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლობის ხელშეკრულება. ესეც ცხადი მაგალითია იმისა, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ სისტემა იყოს დაუნდობელი. წარსულში ჩვენ მძიმე მაგალითი ვიცით, როგორ ემალება მასწავლებელი კამერას, რომლებიც არიან გამოყვანილები ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგებზე. ჩვენ ერთი მძიმე კადრიც გვახსოვს არჩევნების დღეს მასწავლებელი, ისევე როგორ ემალება კამერას, მისი ღირსებისთვის შემლახველი კადრები გავრცელდა, როგორ უწევს მერხის ქვეშ დაიმალოს, რომ კამერამ არ დააფიქსიროს, ის გაყალბებული ფაქტები, რომელსაც ადამიანები იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში.
ასეთი რამ გაგრძელდება სხვაგან და ამის ბევრი სიგნალი არსებობს. სისტემამ შეჭამა თავისი თავი. ბიძინა ივანიშვილის რუსული მმართველობის სისტემამ ამოჭამა თავის თავი", - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ამილახვარის თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვტილება გუნდში ერთობლივად იქნა მიღებული. აწ უკვე ყოფილი მინისტრი სხვა თანამდებობაზე არ ინიშნება, ის მიდის მთავრობიდან და აღმასურლებელი ხელისუფლებიდანაც.