სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხე - გახარიას გუნდი დიღმის ტყე პარკში საკანალიზაციო არხის დემონტაჟს ითხოვს

28.09.24 15:51
სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხე -  გახარიას გუნდი დიღმის ტყე პარკში საკანალიზაციო არხის დემონტაჟს ითხოვს

ვინ არის პასუხისმგებელი დიღმის ტყე-პარკსა და აღმაშენებლის ხეივანში არსებულ მძიმე ვითარებაზე? ამ საკითხის შესახებ დღეს "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა ისაუბრეს. სასმელი წყლის დაბინძურება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაურესება და სტანდარტების უხეში დარღვევა - ეს იმ გამოწვევების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც პოლიტიკოსები ამახვილებენ ყურადღებას.

ექს-პრემიერის გუნდში ამბობენ, რომ საკანალიზაციო კოლექტორი სასმელი წყლის ზემოთ ხვდება ძალიან მცირე მანძილზე, როცა სტანდარტების დაცვით დისტანცია მინიმუმ 10 მეტრი უნდა იყოს.

გახარიას გუნდი მოითხოვს დადგინდეს, რა გზებით და რამდენად კანონიერად მოხდა საკანალიზაციო კოლექტორების მოწყობა.

ეს ქსელი არის მოწყობილი, ყოველგვარი სანიტარიული და სამშენებლო ნორმების დარღვევით. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ცენტრალური წყლის სასმელი მაგისტრალის თავზე ან მასთან ახლოს. აქ არსებობს სპეციალური დათქმული ნორმები, რაც არის აუცილებლად დასაცავი. ეს პირდაპირ შეიცავს სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხეს. ძალიან დიდ რისკებს ვხედავთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს ამას რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აჩენს სერიოზულ ეჭვს. კალაძეს დაგეგმილი აქვს დიღმის ტყე პარკშიც გარკვეული მშენებლობები. ეს არის გამოძიების საკითხი, ამიტომ ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ მოხდეს ამ საკანალიზაციო არხის დემონტაჟი  და დაიწყოს გამოძიება თუ ვის ინტერესებში შედიოდა აქ ამ ადგილზე, მითუმეტეს უკანონოდ საკანალიზაციოს ქსელის მოწყობა", - განაცხადა გიორგი შერვაშიძემ. 

მსგავსი სიახლეები