ვაშინგტონი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არჩევნების მოპარვა აქვს განზრახული - კორტნი

28.09.24 17:27
ვაშინგტონი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არჩევნების მოპარვა აქვს განზრახული - კორტნი

აპირებს თუ არა "ქართული ოცნება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას? - "რენდის კორპორაციის" წარმომადგენელი, უილიამ კორტნი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ "ვაშინგტონი შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას 26 ოქტომბრის არჩევნების მოპარვა აქვს განზრახული".

უილიამ კორტნი პირდაპირ ამბობს, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია "ქართული ოცნების" ლიდერების რიტორიკაზე, რაც კორტნის განმარტებით, წარსულში ლუკაშენკოს მიერ გაკეთებული განცხადებების იდენტურია. 

ამასთან, "რენდის კორპორაციის" წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს კურსი შესაძლოა, ბელარუსისკენ ჰქონდეს აღებული.

შეერთებული შტატების შფოთვის საგანი საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაა. ვაშინგტონს სურს საქართველოსა და შტატებს შორის ურთიერთობები დარჩეს ისეთივე ძლიერი, როგორიც საქართველოში იყო. უკვე რამდენიმე თვეა ვაშინგტონს აშფოთებს, რომ "ოცნებას" განზრახული აქვს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მოიპაროს. ვაშინგტონს ასევე აშფოთებს ენა, რომელსაც "ქართული ოცნების" ლიდერები შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ იყენებს. ეს ძალიან ჰგავს წარსულში ალექსანდრე ლუკაშენკოს რიტორიკას, ამიტომ არსებობს ძლიერი შეშფოთება, რომ საქართველო შესაძლოა, ბელარუსის მიმართულებით მიდიოდეს", - ამბობს უილიამ კორტნი. 

მსგავსი სიახლეები