"ეს ძალიან მცირე ცოდვაა "ოცნების" დიდ ცოდვებთან შედარებით" - ჰერბსტი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე

28.09.24 17:46
"ეს ძალიან მცირე ცოდვაა "ოცნების" დიდ ცოდვებთან შედარებით" - ჰერბსტი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე

"ატლანტიკური საბჭოს" წევრი, ჯონ ჰერბსტი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ბაიდენი, მისი ადმინისტრაცია და კონგრესი თანმხდება, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ავტორიტარულ ნაბიჯებს დგამს.

ამასთან, დასავლელი დიპლომატი ირაკლი კობახიძისთვის ბაიდენის მიღებაზე გაუქმებულ მიწვევაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ძალიან მცირე ცოდვაა იმ ხელისუფლების დიდ ცოდვებთან შედარებით, რომლის ნაწილიც ირაკლი კობახიძეა.

ბაიდენს, ბაიდენის ადმინისტრაციას, კონგრესს - ყველას ერთად სჯერა, რომ "ქართული ოცნება" მზარდად აგრესიულ ავტორიტარულ პოლიტიკას ატარებს. კობახიძეს არ სურს, აღიაროს "ოცნების" ავტორიტარული ნაბიჯები, რაც ვიცით, რომ ქართველ ხალხს არ მოსწონს. ამბობენ, რომ ჯენტლმენი ვინმეს მხოლოდ დამსახურებულად შეურაცხყოფს. ეს შეიძლება, აღქმული იყოს შეურაცხყოფად და მესმის. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალიან მცირე ცოდვაა იმ ხელისუფლების დიდ ცოდვებთან შედარებით, რომლის ნაწილიც კობახიძეა და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში, რომელიც არღვევს ქართველი ხალხის დემოკრატიულ უფლებებს", - ამბობს ჯონ ჰერბსტი. 

მსგავსი სიახლეები