კობახიძის ვოიაჟი - პრემიერ-მინისტრის წვეულება ნიუ იორკში მოსაწვევის გაუქმების შემდეგ
ნიუ-იორკში, მსოფლიო ვარსკვლავების საყვარელ რესტორანში საქართველოს პრემიერისთვის წვეულება მოეწყო. "შაბათის ეთერის" მოპოვებული ინფორმაციით, ამერიკაში კრახით დასრულებული ვიზიტის დროს კობახიძე ოჯახთან ერთად მსოფლიოში ცნობილი შეფ მზარეული ნუსრეტ გოკჩეს ერთ-ერთ რესტორანს სტუმრობდა. "შაბათის ეთერი" ფოტოებს იმის გამო არ ასაჯაროებს, რომ კადრებში პრემიერ მინისტრის არასრულწლოვანი ვაჟი ჩანს.
შეგახსენებთ, ოფიციალური ვიზიტის დროს ირაკლი კობახიძემ შეერთებულ შტატებში ამოგზაურა მისი ორი ვაჟი. ამის შესახებ პრემიერმა ინფორმაცია თავად დაადასტურა.