ოლიგარქი ცრუ რწმენების ტყვეობაში - ბიძინა ივანიშვილმა სახლის უკანა ეზოში ბაობაბების სამარხი მოაწყო

28.09.24 21:09
ოლიგარქი ცრუ რწმენების ტყვეობაში - ბიძინა ივანიშვილმა სახლის უკანა ეზოში ბაობაბების სამარხი მოაწყო

ოლიგარქი ცრუ რწმენების ტყვეობაში - კენიიდან ჩამოტანილი 8-ვე ხის სამუდამო განსასვენებლად ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მისვე რეზიდენციის უკანა ეზოში იქცა. 

"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ საუკუნოვანი ბაობაბები ჯერ მიწაში ჩამარხეს, ახლა კი მაგიური ხეების სასაფლაოს ყვავილებით რთავენ. 

ეს ყველაფერი არ არის, ირკვევა, რომ ბაობაბებს, სავარაუდოდ, სწრაფად რომ გაზრდილიყო, იმდენი ხორბალი დაუყარეს, რომ ფესვები წყლით აევსო, დალპა და ტერიტორია მღრღნელებით გაივსო, საბოლოოდ, პლანეტის უძველესი ხეები შავი ზღვის სანაპიროზე, ივანიშვილის სახლის უკან მიაბარეს მიწას. 

ჰარვარდის უნივერსიტეტის სამხრეთ აზიის კვლევების დეპარტამენტთან არსებული შედარებითი მითოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ხათუნა თავდგრიძე ვარაუდობს, რომ ივანიშვილმა, ბაობაბები საქართველოში არა პარკის მრავალფეროვნებისთვის, არამედ სულ სხვა განზრახვით ჩამოიტანა. ხეების განადგურება კი მისთვის ავის მომასწავებელი ნიშანი იყო. 

ეზოტერიკულ სწავლებებში, სადაც ივანიშვილმა ამოიკითხა, რომ ბაობაბისგან შეეძლო, დიდი ძალის და უშრეტი სასიცოცხლო ენერგია მიღება, ასევე წერია, რომ ამ ხის დალპობას ან გახმობას, მძიმე შედეგები მოსდევს.  სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ, ხეები სახლთან ახლოს ჩამარხეს, მისი ხელახლა აღმოცენების იმედით. 

გურიის პარკი, რომელიც რეალურად ბიძინა ივანიშვილის უკანა ეზოა, კვირაში ორი დღე ყველასთვის იკეტება, "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ეს ორი დღე ასწლოვან ხეებთან ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე მარტოები რჩებიან.

ჰარვარდის უნივერსიტეტის სამხრეთ აზიის კვლევების დეპარტამენტთან არსებული შედარებითი მითოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, გვიყვება, რომ ასეთ დროს, ასეთ ადამიანებს აქვთ რწმენა, თითქოს ასწლოვანი ხეები მათ ზებუნებრივ ძალას გაუნაწილებენ.

დამარხული ბაობაბები  - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები