სიცოცხლის გადარჩენა ჩაწყობით - საიდუმლო ფაილები ჯანდაცვის სამინისტროდან
სიცოცხლის გადარჩენა ჩაწყობით - ჯანდაცვის სამინისტროდან პაციენტების მკურნალობის დაფინანსების საიდუმლო ფაილებმა გამოჟონა.
დოკუმენტები ადასტურებს, რომ მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტების ნაწილს დაფინანსებებს გავლენიანი პირების სატელეფონო ზარებით აძლევენ, ამ დროს კი სხვები დაფინანსების გარეშე რჩებიან.
"შაბათის ეთერის" გუნდმა, მოიპოვა, მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის და ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის არა ერთი ასეთ მიმოწერა, სადაც საუბარია მაღალი თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების ზარებით პაციენტების დაფინანსებაზე.
როგორ მუშაობს სისტემა?
- ჩანაწერების მიხედვით, მინისტრის მოადგილესთან, რომელიც ფინანსებზეა პასუხისმგებელი, იგზავნება იმ პაციენტის სია, ვინც ითხოვს ჯანდაცვის სამინისტროდან მძიმე დიაგნოზის გამო დაფინანსებას, აქ ყველა პაციენტის პერსონალური მონაცემები, დიაგნოზი და კლინიკის დასახლებაა, სადაც მკურნალობა უნდა ჩატარდეს, გვერდით კი იმ ხალხის გვარებია მიწერილი, ვინც ითხოვა დაფინანსება, მაგალითად ერთ ერთ პაციენტზე, რომელსაც მკურნალობა ავერსის კლინიკაში უნდა დამფინანსებოდა წერია, რომ შუამავალი ირაკლი კობახიძეა. ხშირად ნახავთ, არჩილ თალაკვაძის და მამუკა მდინარაძის გვარებს.
სიაში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ სამინისტროში ზარები არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ საქართველოს მთავრობიდანაც შედიოდა. საბოლოოდ, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ დაფინანსების თხოვნით სატელეფონო ზარები ვერ უარყო.