ივანიშვილმა კახელებთან შეხვედრაზე შაჰ აბასი და აღა მაჰმად ხანი ერთმანეთში აურია

29.09.24 12:32
ივანიშვილმა კახელებთან შეხვედრაზე შაჰ აბასი და აღა მაჰმად ხანი ერთმანეთში აურია

ისტორიულ რაკურსში დაკარგული ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილმა კახელებთან შეხვედრაზე შაჰ აბასი და აღა მაჰმად ხანი ერთმანეთში აურია. ამის გამო, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის გუშინდელი გამოსვლა სოციალურ ქსელში დიდი განხილვის საგანი გახდა.

ივანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება ამჯერად თელავიდან დაადანაშაულა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ "ოცნება" მზადაა, საჭირო მომენტში ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადაიყვანოს, რაც ტერიტორიული მთლიანობის გარანტია იქნება.

ვაზისა და ქართველი ღვინის წინააღმდეგ გაცაღებული კამპანია, თანაც სად? ღვინის სამშობლოში, სადაც ღვინო საკრალური სასმელია, სადაც კახელმა კაცმა ურთულეს ვითარებაში, გაუთავებელი ომების ქარცეცხლში გამოატარა თავისი მთავარი განძი და  ფასეულობა - ქართული ვაზი და ცივილიზაციას შემოუნახა ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი, რომელიც დღე სიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
 შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ის შემზარავი დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“  რეჟიმმა კახელი კაცი იძლებული გახადა, რომ შვილივით ნაზარდი ვაზი, ჩვენი ფესვი, ჩვენი სულიერი სიმტკიცის წყარო საკუთარი ხელით გაეჩეხა და აღა მაჰმად ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი კაცი ალბათ ვერასდროს იფიქრებდა, რომ ქართული ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინებოდა, - განაცხადა ივანიშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები