საუკეთესო სიგნალი, რაც შეგვიძლია გავაგზავნოთ, ივანიშვილი-კობახიძის დასანქცირებაა - კრამერი

29.09.24 11:20
საუკეთესო სიგნალი, რაც შეგვიძლია გავაგზავნოთ, ივანიშვილი-კობახიძის დასანქცირებაა - კრამერი

საუკეთესო სიგნალი, რაც შეგვიძლია გავაგზავნოთ, ივანიშვილი-კობახიძის დასანქცირებაა. ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორმა დევიდ კრამერმა ისაუბრა. მისი თქმით, საუბარია ინდივიდუალურ ფინანსურ სანქციებზე. 

კრამერი მიიჩნევს, რომ პრობლემა სწორედ საქართველოს დღევანდელ მთავრობასა და ივანიშვილშია, რომელსაც ქვეყანა ანტიდემოკრატიული გზით მიჰყავს. 

საუკეთესო სიგნალი, რაც შეგვიძლია, რომ გავაგზავნოთ ისაა, რომ დავასანქციროთ ივანიშვილი, კობახიძე და ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს იმ მიმართულებას, საითაც ახლა ქვეყანა მიჰყავთ. სანქციებში ვგულისხმობ მიზანმიმართულ, ინდივიდუალურ ფინანსურ სანქციებს და მათი აქივების გაყინვას. ეს მათთვის ყველაზე ნათელი და ხმამაღალი გზავნილი იქნება. პრობლემა საქართველოს ახლანდელ მთავრობაში -„ქართულ ოცნებაში“ და ბიძინა ივანიშვილშია. პრემიერ-მინისტრმა იმდენი სისულელე და უპასუხისმგებლო რამ თქვა, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან მიღებაზე მისი მიწვევის გაუქმება სწორი გადაწყვეტილება იყო. მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ იქცევა არა როგორც დემოკრატიული ხელისუფლება, არამედ ავტორიტარული, პრორუსული რეჟიმი. თუ ასე აპირებენ მოქცევას, მაშინ მათი ადგილი არაა დემოკრატიებთან ერთად მიღებაზე, - განაცხადა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორმა დევიდ კრამერმა.

მსგავსი სიახლეები