მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი სანქციების აღსრულებაა - ლუკ კოფი
სამარცხვინოა საქართველოს მთავრობისთვის, - ასე აფასებს ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი იმ ფაქტს, რომ ბაიდენთან მიღებაზე საქართველოს პრემიერს მიწვევა გაუუქმეს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის, რაც დასავლეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ხდება, სწორედ საქართველოს ხელისუფლების "დამსახურებაა".
ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე ვაშინგტონის შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი მათი სანქცირებაა.
მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი მათი სანქციების აღსრულებაა. ასეთი სანქციების დაწესებამ შესაძლოა, თავი უკეთ გავგძნობინოს იმის დანახვით, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ საინტერესოა, პრაქტიკულად რას შეცვლის ეს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ერთადერთი რამ, რაც დაუპატიჟებლობაზე უარესია, ის, რომ მიგიწვიონ, შემდეგ კი ეს მიწვევა გააუქმონ. ვფიქრობ, ეს ძალიან სამარცხვინოა საქართველოს მთავრობისთვის. სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც ხდება, იქნება ეს პრეზიდეტ ბაიდენთან მიღებაზე მიწვევის გაუქმება თუ მისი კაბინეტის წევრებთან შეხვედრების გაუქმება ან ნატოში საქართველოს წევრობასთან დაკავშრებით რაიმე პროგრესის მოუხსენიებლობა, ეს ყველაფერი იმის შედეგია, რაც საქართველოში ხდება, - ამბობს ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი.