ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს ძალიან მალე ვიხილავთ - ჰერბსტი

29.09.24 11:40
ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს ძალიან მალე ვიხილავთ - ჰერბსტი

 ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს ძალიან მალე ვიხილავთ, - ამის შესახებ "ატლანტიკური საბჭოს" წევრი ჯინ ჰერბსტი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საუბრობს. ჰერბსტის თქმით, ვაშინგტონში ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ ოლიგარქის დასანქცირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, თუმცა მეორე ნაწილი საპარლამენტო არცევნების შედეგებს ელოდება.

ამასთან, "ატლანტიკური საბჭოს" წევრი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, რთული იქნება არჩევნებს "სამართლიანია" ეწოდოს. 

ვფიქრობ, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს ძალიან მალე ვიხილავთ. ვაშნგტონში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ახლავე უნდა მოხდეს. ზოგი ფიქრობს, რომ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ დანამდვილებით ვხედავთ ნაბიჯებს ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, რთული იყოს, არჩევნებს სამართლიანი ვუწოდოთ, - ამბობს ჯონ ჰერბსტი. 

მსგავსი სიახლეები