ვაშინგტონს აშფოთებს, რომ საქართველო შესაძლოა, ბელარუსის მიმართულებით მიდიოდეს - უილიამ კორტნი

29.09.24 11:47
ვაშინგტონს აშფოთებს, რომ საქართველო შესაძლოა, ბელარუსის მიმართულებით მიდიოდეს - უილიამ კორტნი

"ვაშინგტონს აშფოთებს, რომ "ოცნებას" 26 ოქტომბრის არჩევნების მოპარვა აქვს განზრახული," - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში „რენდის კორპორაციის“ წევრი უილიამ კორტნი საუბრობს. კორტნის თქმით, აშშ-ში აშფოთებთ ისიც, რომ საქართველო შესაძლოა, ბელარუსის მიმართულებით მიდიოდეს, რადგან "ოცნების" რიტორიკა ლუკაშენკოს რიტორიკას ძალიან ჰგავს. 

უკვე რამდენიმე თვეა, ვაშინგტონს აშფოთებს, რომ „ქართულ ოცნებას“ განზრახული აქვს, 26 ოქტომბრის არჩევნები მოიპაროს. ვაშინგტონს ასევე აშფოთებს ენა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები აშშ-სა და დასავლეთის შესახებ იყენებს. ეს ძალიან ჰგავს წარსულში ალექსანდრე ლუკაშენკოს რიტორიკას. ამიტომაც არსებობს ძლიერი შეშფოთება, რომ საქართველო შესაძლოა, ბელარუსის მიმართულებით მიდიოდეს, - ამბობს „რენდის კორპორაციის“ წევრი უილიამ კორტნი.

მსგავსი სიახლეები