"ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების რიტორიკის ანარეკლი" - პაპუაშვილი თავს პრეზიდენტს ესხმის
"ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების რიტორიკის ანარეკლი" - "ქართული ოცნება" თავს ისევ სსაქართველოს პრეზიდენტს ესხმის. მმართველი პარტიის გაღიზიანება ამჯერად სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებებმა გამოიწვია, რომელიც მან საფრანგეთში ვიზიტისას გააკეთა და თქვა, რომ "ბუჩამდე იყო აფხაზეთი".
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილისგან ისტორიის გაკვეთილები არავის სჭირდება.
ასეთი განცხადებები, ასეთი რიტორიკა, ასეთი ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებს თუნდაც „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც არის ანარეკლი იმ ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა, რომელსაც ჩვენ ვისმენდით და როგორც ჩანს, მათგან სწავლობს ის, როგორ უნდა ელაპარაკოს ქართველ ხალხს. სანამ ქალბატონი სალომე იტყოდა, რომ ბუჩამდე აფხაზეთში ომი იყო, ეს ომი ჩვენ გადავიტანეთ, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ხალხმა მაშინ, როდესაც ის საფრანგეთში ცხოვრობდა. ამიტომ აღმოჩენებს თუ აკეთებს თავისთვის - არ ვიცი. საქართველომ გადაიტანა ეს ომები და ამაში ქალბატონი სალომეს ისტორიის გაკვეთილები არ გვჭირდება. თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ ის აკეთებს ამ განცხადებას იმ პირობებში, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას. აღმოჩნდა, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ მთავრობისგან თანხმობის გარეშე, - ამბობს პაპუაშვილი.