საქართველოში არეულობის მიზეზი ისაა, რომ 20%-იანი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობს - ფავლენიშვილი

29.09.24 15:09
საქართველოში არეულობის მიზეზი ისაა, რომ 20%-იანი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობს - ფავლენიშვილი

„არეულობის მთავარი მიზეზი საქართველოში არის ის, რომ 20 პროცენტიანი პოლიტიკური ძალა ცდილობს დარჩეს ხელისუფლებაში, - ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა "გარე ჩარევებთან" დაკავშირებით "ოცნების" განცხადებაზე ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, "ოცნების" ამგვარი ქმდებები ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით სერიოზულ გამოწვევებს უქმნის. 

არეულობის მთავარი მიზეზი საქართველოში არის ის, რომ 20 პროცენტიანი პოლიტიკური ძალა ცდილობს, დარჩეს ხელისუფლებაში. ეს არის მიზეზი, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს დესტრუქციულ პროცესებს, რადგან ოპოზიცია ბოლომდე პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს და არასდროს არ გვინდოდა გამწვავება და კანონის ჩარჩოებიდან გასვლა პოლიტიკურ პროცესების. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როდესაც 20 პროცენტიანი პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს რა თქმა უნდა, უკავშირდება ძალიან სერიოზულ გამოწვევას უსაფრთხოების კუთხით ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 
 

მსგავსი სიახლეები