მილიონიანი ავტომობილის სკანდალი - ოპოზიცია კობახიძეს ხალხის ფულის ფლანგვაში ადანაშაულებს

29.09.24 20:04
მილიონიანი ავტომობილის სკანდალი - ოპოზიცია კობახიძეს ხალხის ფულის ფლანგვაში ადანაშაულებს

 

 

ღარიბი ქვეყნის პრემიე- მინისტრის გატაცება ფუფუნების საგნებით - ირაკლი კობახიძეს ორი ძვირადღირებული მანქანა ერთდროულად ემსახურება. აქედან ერთ-ერთი ახლახანს იყიდეს და მისი ფასი მილიონ ორასი ათასი ლარია.

ხალხის ფულის ფლანგვის სამაგალითო ნიმუში - ასე ეხმაურება ოპოზიცია შაბათის ეთერის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლითაც დადგინდა, რომ მთავრობის მეთაური ღარიბი ქვეყნის ქუჩებში ლუქს კლასის მერსედესით გადაადგილდება.

კობახიძეს უყვარს მოგზაურობა დიდი დელეგაციებით, ოჯახის წევრებით და ძვირადღირებული რესტორნებით, სადაც ერთი სტეიკის ფასი  650 დოლარიდან იწყება და 2 ათას დოლარამდე აღწევს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები