ლავროვის სკანდალური განცხადება - შედგა თუ არა თბილისსა და მოსკოვს შორის არაფორმალური გარიგება?
იღებს თუ არა ლავროვის შეთავაზებას საქართველოს ხელისუფლება? - დუმს მთავრობაც და დუმს ივანიშვილიც. არადა, "ქართულ ოცნებას" ერთი განმარტებით შეუძლია, ყველა ბუნდოვანება ცხადი გახადოს - თქვას, რომ არც აფხაზეთის აღიარებას აპირებს და არც სამხრეთ ოსეთის, მაგრამ ოლიგარქის გუნდი ასე არ იქცევა.
ივანიშვილის ხელისუფლების დუმილი აჩენს ეჭვს, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის არაფორმალური გარიგება შედგა. პუტინი ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება, არჩევნების შემდეგ კი საქართველო თავის ოკუპირებულ ტერიტორიებს ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. სავარაუდოდ, ამ გეგმის ნაწილია გამოცხადებული ბოდიშის პოლიტიკა და აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.