ქართული დემოკრატიის გადასარჩენად ბაიდენმა ოლიგარქები უნდა დაასანქციროს - კრამერი და კელი
ქართული დემოკრატიის გადასარჩენად ბაიდენმა ოლიგარქები უნდა დაასანქციროს. ამ გამოსავალს ასახელებენ შექმნილ ვითარებაში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმსრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი. კელი და კრამერი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, მკაცრი ზომები მიიღოს პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ავტორიტარული მმართველობით ქვეყანა დამანგრეველ გზაზე რუსეთისკენ მიჰყავს.
გამოცემა The Hill-ის გვერდზე ვკითხულობთ, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს ივანიშვილი გააყალბებს და სისრულეში მოიყვანს ოპოზიციის აკრძალვის მუქარას, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ფინანსურ სანქციებს ვერ გადაურჩება.
ამ თვეში აშშ-ს მიერ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ შემოღებული სავიზო და ფინანსური სანქციები არ მოიცავდა "ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს", რომელიც საქართველოს "ავტორიტარულ და პრორუსულ მიმართულებაზეა პასუხისმგებელი.
აღნიშნული სანქციების პაკეტი საკმარისი არ იყო, ხოლო აშშ-მ ცხადად უნდა გამოხატოს, რომ ივანიშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ ფინანსურ ბერკეტებს გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ქართველი ხალხისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის დამანგრეველ გზაზე სიარულს გააგრძელებენ.
ქართული დემოკრატიის გადასარჩენად, ბაიდენმა ოლიგარქები უნდა დაასანქციროს. შტატებმა აუცილებლად უნდა უთხრას ივანიშვილს, რომ თუკი ოქტომბრის არჩევნებს მის სასარგებლოდ გააყალბებს, ან ოპოზიციის აკრძალვის მუქარას აღასრულებს, მას [ივანიშვილს] და მის მილიარდებს [აშშ-ს] სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური სანქციების სრულ ძალასთან მოუწევს გამკლავება, - წერს "ჰილსი".
ამერიკელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ სანქიების დაწესებამ შესაძლოა, ქართველი ხალხი პრორუსული, ავტორიტარული მომავლისგან დაიცვას.
ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნების შესახებ განაცხადი მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში თქვა, რომ ის საქართველოს კანდიდატურის სტატუსს მიანიჭებდა - ოქტომბრის კრიტიკულ არჩევნებამდე მრავალი თვით ადრე.
კამპანიის ბილიკზე მისი ცეცხლოვანი გამოსვლები ჰპირდებოდა საშინელ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ შედეგებს, თუ ოპოზიცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ის ამტკიცებდა, რომ შეერთებული შტატები და ევროპა („გლობალური ომის პარტია“) აფინანსებენ ოპოზიციის ლიდერებს და ავალებენ მათ აღადგინონ სააკაშვილის „გიჟური და სადისტური რეჟიმი“ და გახსნან „მეორე ფრონტი“ რუსეთთან .
მტკივნეული და მიზანმიმართული სანქციების საფრთხის დაწესებამ ქართველი ხალხი პრორუსული, ავტორიტარული მომავლისგან შეიძლება გადაარჩინოს, რომელსაც მათ ოლიგარქი ჰპირდება, - წერის ასტატიაში.