ზეწოლა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე და გაუმჭვირვალობა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების რაოდენობის - ლონდა თოლორაიას საგანგებო ბრიფინგი
ზეწოლა და დისკრედიტაციის მცდელობა - კოალიცია "შენი ხმა ევროკავშირს" ხელისუფლების მიერ სადამკვირვებლო მისიეის მისამართით არსებულ რეპრესიებზე საუბრობს.
ამ დროისათვის გამოვლენილ დარღვევებზე საგანგებო ბრიფინგი ლონდა ოლორაიამ გამართა.
მისი თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს, რაც რესურსების გამოყენების აკრძალვასა და ასევე ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციაში გამოიხატება.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ მსგავს რეპრესიულ პოლიტიკას ხელისუფლება კოალიცია "ჩემი ხმის" სხვა წევრებზეც გააგრძელებს. ამასთან, თოლორაია ამბობს, რომ კოალიცია ხმების დაცვის მიზნით საქმიანობას უწინდებურად გააგრძელებს.
მისივე თქმით, სადამკვირვებლო მისიაზე ამ ეტაპზე უკვე დარეგისტრირებულია სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 1 820 დამკვირვებელი საქართველოს ყველა რეგიონიდან და ასევე, უცხოეთიდან.
თოლორაიას განცხადებით, სადამკვირვებლო მისი აგრძელებს დამკვირვებელთა რეგისტრაციას და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდზე WEVOTE.GE
სამწუხაროდ, ხელშეწყობის ნაცვლად, მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რისთვისაც ხელისუფლება ინსტრუმენტად იყენებს როგორც ანტიკორუფციულ ბიუროს, ასევე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს.
წინა კვირაში პრემიერ-მინისტრის ქოლგის ქვეშ არსებულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს აუკრძალა რესურსების სადამკვირვებლო მისიებისთვის გამოყენება.
ეს უკანონო გადაწყვეტილება როგორც გამოხატვის თავისუფლების დარღვევის აშკარა ნიმუშ უკვე გასაჩივრებულია, თუმცა ამ აქტის მოქმედება გრძელდება და აბრკოლებს სადამკვირვებლო მისიების საქმიანობის განხორციელებას. ცალსახაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით ხელისუფლება ცდილობს სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას, რესურსებზე წვდომისა და მათი გამოყენების აკრძალვას, ხოლო ორგანიზაციების ქონების დაყადაღებისა და დაჯარიმების მუქარით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობის შეფერხებას. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა 27 სექტემბერს მიუთითა კიდევ სამ ორგანიზაციაზე, როგორც არასანდო და პოლიტიკურად აქტიურ ორგანიზაციებზე.
მიგვაჩნია, რომ მმარველი პარტიის ეს განცხადება იყო მინიშნება ანტიკორუფციული ბიუროსთვის მითითება, რათა ეს რეპრესიული პოლიტიკა, რომელის სადამკვირვებლო ორგანოზაციების მიმართ დაიწყო გააგრძელოს კოალიციის სხვა წევრებზე.
მიუხედავად ყველაფრისა, კოალიცია აგრძელებს მუშაობას და გააგრძელებს, რომ არჩევნების დღეს დაკვირვება განხორციელდეს წარმატებით, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მესამე სექტორის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების რაოდენობის გაუმჭვირვალობას.
- ამასთან, ლონდა თოლორაია საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში.
ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე ყოველდღიურად იზრდება საკონსულო აღრიცხვაზე ონლაინ სისტემით დარეგისტრირებულ პირთა რაოდენობა. ამიტომ ლონდა თოლორაიას თანახმად, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი ამომრჩევლების რაოდენობა რეალურად უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა ინფორმაცია ცესკო-ს.
სადამკვირვებლო მისიამ უკვე შეიმუშავა არჩევნების დაკვირვების სპეციალური მეთოდოლოგია, რომელიც ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო პრაქტიკას და ასევე, წინა არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებებს. ამასთან, მისიამ დანერგა სპეციალური აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება დამკვირვებლებს არჩევნების დღის დაკვირვებაში, დარღვევების გამოვლენასა და მათ აღრიცხვაში. ყველა დამკვირვებელი გაივლის სპეციალურ ტრენინგს, რომლითაც მიიღებენ ცოდნას, როგორ დააკვირდნენ არჩევნებს, როგორ აღმოაჩინონ დარღვევები და უზრუნველყონ არჩევნების გაყალბების პრევენცია. ამ მიზნით უკვე გადამზადებულია 60 ტრენერი,რომლებიც უახლოეს დღეებში დაიწყებენ დამკვირვებლების გადამზადებას“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
- სადამკვირვებლო მისია „ჩვენი ხმა“ პერმანენტულად ცვლის ინფორმაციას მიმდინარე საკითხებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მისიებთან, მათ შორის ეუთო/ოდირთან, IRI-სთან, NDI-სთან, ENEMO-სთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან და აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.
„ამ ეტაპზე კოალიცია „ჩემი ხმა“ მიუთითებს საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო სიაში აღრიცხვის გაუმჭვირვალობაზე. 26 სექტემბერს ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული განახლებული მონაცემების საფუძველზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქისთვის 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი შექმნა.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესის მონაწილეებად გამოაცხადა და ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის წარდგენა 5 დღის ვადაში მოსთხოვა. კუპრაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ორგანიზაციების მიმართ " სხვა ზომებს" გამოიყენებს.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ იერიში ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებზე მიიტანა და ისინი არასანდოებად გამოაცხადა.