ჩვენ არასოდეს მოვიხდით ბოდიშს თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის - 26 ოქტომბრის არჩევნები ბოლო შანსია, საქართველო იყოს დამოუკიდებელი-ვაშაძე
“ბიძინა და მისი კლანი ყიდიან ქვეყნის ღირსებას საკუთარი ძალაუფლების შენასანარჩუნებლად” - ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე კალაძის განცხადებას, რომელიც ლავროვის გეგმებს პოზიტიურად აფასებს.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების ბოლო შანსია:
ბიძინა და მისი კლანი ყიდიან ქვეყნის ღირსებას საკუთარი ძალაუფლების შენასანარჩუნებლად.
ჩვენ არასოდეს მოვიხდით ბოდიშს თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის.
ხელისუფლება, რომელიც დღითიდღე სულ უფრო იშლება, გვპირდება მხოლოდ სიღარიბეს და იზოლაციას.
სწორედ ამიტომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ბოლო შანსი საქართველო იყოს დამოუკიდებელი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა სადაც ევროპული სიკეთეები აისახება თითოეულ ქართულ ოჯახზე.
როცა ერთად ვართ, ვიმარჯვებთ! “- განაცხადა ვაშაძემ
მსგავსი სიახლეები
წითლიძე "გახმაურებულ მკვლელობებზე" პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს და მის გამოკითხვას ითხოვს
"ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში"