მძიმე მოსასმენია, როდესაც ჩვენს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომლის დასანქცირებაზეც საუბრობენ ჩვენი პარტნიორები- სანიკიძე

30.09.24 12:35
მძიმე მოსასმენია, როდესაც ჩვენს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომლის დასანქცირებაზეც საუბრობენ ჩვენი პარტნიორები- სანიკიძე

„26 ოქტომბერს ქართველ ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“, თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც მძიმე მოსასმენია, როდესაც ჩვენს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომლის დასანქცირებაზეც საუბრობენ ჩვენი პარტნიორები“- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ კრამერის და კელის განცხადებაზე განაცხადა.

სანიკიძის თქმით, “ჩვენი პარტნიორების მხრიდან მსგავსი განცხადებები არაერთხელ გვსმენია.“

ჩვენი პარტნიორების მხრიდან მსგავსი განცხადებები არაერთხელ გვსმენია. ქართული დემოკრატიის გადარჩენაში მათი როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“, თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც მძიმე მოსასმენია, როდესაც ჩვენს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომლის დასანქცირებაზეც საუბრობენ ჩვენი პარტნიორები, თუმცა ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ივანიშვილი არის დღეს ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე. მე მჯერა, რომ ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით, ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში იმ აუცილებელი ცვლილებების მოტანას, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მისცემს საშუალებას, რომ ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა.“- განაცხადა ლევან სანიკიძემ

მსგავსი სიახლეები