აშშ-ის საელჩო ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა მათზე კვლავ დეზინფორმაციას ავრცელებს

30.09.24 12:19
აშშ-ის საელჩო ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა მათზე კვლავ დეზინფორმაციას ავრცელებს

ამერიკის საელჩოს პასუხი "ქართულ ოცნებას" - საელჩო მმართველი გუნდის პროპაგანდას, "მეორე ფრონტთან" დაკავშირებით, დეზინფორმაციას უწოდებს. 

ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ “ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში კვლავ იჩინა თავი  დეზინფორმაციამ.“

რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ - წერია განცხადებაში, რომელიც საელჩოს ოფიიცილაურ გვერდზე  ცოტახნის წინ გამოქვეყნდა.

მეორე ფრონტთან" დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის" წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. 
სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში. 
სიმართლე კი მარტივია: ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ; რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ", - წერია საელჩოს განცხადებაში.

შეგასხენებთ, რომ 5 ივლისს, აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. განცხადებაში პირდაპირ ეწერა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები