პრეზიდენტმა "ოცნების" გადაწყვეტილებას სირცხვილი უწოდა
საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში ქართული მხარის მხრიდან, 60 საარჩევნო უბნის გახსნას, იმ ფონზე, როდესაც მოლდოვა 220 უბანს გახსნის, "სირცხვილს" უწოდებს და წერს, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეა.
ზურაბიშვილის მტკიცებით, ეს არის კანონის უგულვებელყოფა და საარჩევნო უფლებების დარღვევა.
სირცხვილი არ ჰქვია ამას , კანონის უგულვებელყოფა, ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლისსამართლის საქმეა!, - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, მოლდოვა 20 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმისთვის საზღვარგარეთ 37 ქვეყანაში 228 საარჩევნო უბანს გახსნის, ხოლო 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში, 60-ს.