ალეკო ელისაშვილმა რაჟდენ კუპრაშვილს "ჩანჩურა" უწოდა
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს "ჩანჩურად" მოიხსენიებს. ოპოზიციონერი ლიდერი რაჟდენ კუპრაშვილის იმ გადაწყვეტილებით არის უკმაყოფილო, რომლის თანახმადაც TI-ის არჩევნებზე დაკვირვების საშუალება არ მიეცემა.
ელისაშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციის გამოვლენით იყოს დაკავებული, არასამთავრობოების დასჯისთვის იცლის.
რაღა ღონეს აღარ მიმართავენ ხოლმე, რომ იქნებ ვინმეს რამე აუკრძალონ. აგერ, ჩვენი ჩანჩურა რაჟდენი ეძგერა ახლა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვითომ იმათ აუკრძალავს, რომ ვერ დააკვირდნენ... თავს აწონებს, მოკლედ... უნდა, რომ დაუმტკიცოს ხელისუფლებას, რომ რაღაცას აკეთებს. რაჟდენი არის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი და ერთი ლარის კორუფცია ვერ გამოუვლენია მთავრობაში. ერთი ფაქტი არ არის გამოვლენილი ამ ჩანჩურას მიერ, არადა, ჩამხრჩვალია „ქართული ოცნება“ კორუფციაში და იმის ნაცვლად, რომ რაშიც ხელფასს იღებს, რაშიც ჩვენ ყველანი ვუხდით ხელფასს მას და მის სტრუქტურას, იმას კი არ ასრულებს, დასდევს აგერ საერთაშორისო მისიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჰგონია, რომ ახლა კაცია და კაცობს, აწონებს თავს, - ამბობს ელისაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება არ შეაჩერა.
საუბარია, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად სრულიად უსაფუძვლოდ ცნო.