პრეზიდენტის ოჯახი სიის მიღმა - რას ამბობს ცესკოს ცესკოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე
პრეზიდენტის ოჯახი სიის მიღმა - კოალიცია “ძლიერი საქართველოდან“, გიორგი სიორიძე "პირველებთან" ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის ოჯახის წევრებმა საკონსულოს ივლისში მიმართეს, სიაში აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ.
სიორიძე ცესკოსგან განმარტებებს ითხოვს:
ცესკოს საგარეო საქმეთა სამიისტრომ, დაახლოებით, 12 სექტემბრისთვის მიაწოდა მონაცემები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის ოჯახის წევრებს ივლისში ჰქონდათ საკონსულო აღრიცხვაზე მიმართული და დაკმაყოფილებული, უნდა ყოფილიყვნენ სიაში. შესაძლებელია, ტექნიკური ხარვეზი არსებობდეს, თუმცა, ისეთ გაუგონარ მოვლენებს ვესწრებით ხოლმე, ბოლო პერიოდში, სამართლებრივად საერთოდ ნონსენსია ბევრი მიმართულებით იმ ქმედებებში, რასაც ხელისუფლება აკეთებს, შესაბამისად, წინასწარვე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - განაცხადა სიორიძემ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქეთევან გორჯესტანმა საკონსულო აღრიცხვა გაიარა 23 ივლისს, საკონსულოდან მიღებული აქვს დასტური, რომ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა 27 სექტემბერს გადაამოწმა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ აღმოჩნდა.