კუპრაშვილის წამოწყებული კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტად ჰქონდეთ ხელ-ფეხი გახსნილი არჩევნების გასაყალბებლად - ნადირაძე
კუპრაშვილის წამოწყებული კამპანია ემსახურება ერთადერთ მიზანს: რაც შეიძლება ნაკლები სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდეს არჩევნებს, - ასე აფასებს "ერთიანობის" ლიდერი ირაკლი ნადირაძე ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებას. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, რა ხერხსაც არ უნდა მიმართოს "ოცნებამ", ქათველ ხალხთან არჩევნებს პირწმინდად წააგებენ.
რაჟდენ კუპრაშვილის უწყების მხრიდან ეს წამოწყებული კამპანია ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სადამკვირვებლო ორგანიზაცია იყოს წარმოდგენილი საარჩევნო უბნებზე, რომ რაც შეიძლება მეტად ჰქონდეთ ხელ-ფეხი გახსნილი გასაყალბებლად, რაც, რა თქმა უნდა, არგამოუვათ, რაც არ უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებს ისინი ქართველ ხალხთან პირწმინდად წააგებენ, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება არ შეაჩერა.
საუბარია, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად სრულიად უსაფუძვლოდ ცნო.