პრეზიდენტის ევროპული ტურნე გრძელდება - სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება

30.09.24 16:12
პრეზიდენტის ევროპული ტურნე გრძელდება - სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტის ევროპული ტურნე გრძელდება - სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბერლინში ხვდება.

მანამდე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, როგორ დახვდნენ და მიაცილეს ის შეხვედრამდე. 

პრეზიდენტის მაღალი დონის შეხვედრებს "ქართულ ოცნებაში" უკვე უპასუხეს - ივანიშვილის გუნდი ისევ ამტკიცებს, რომ გერმანიაში ვიზიტისთვის სალომე ზურაბიშვილს პრემიერისთვის ნებართვა არც ამჯერად უთხოვია. 

"არაკონსტიტუციური, ოპოზიციის პრეზიდენტი"- ამბობსნ "ქართული ოცნების" ლიდერები. 

რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება. ისინი სალომე ზურაბიშვილს ევროინტეგრაციის გზაზე ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობას უხდიან და ამბობენ, რომ პრეზიდენტი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია.