არჩევნებამდე 26 დღით ადრე საუბნო კომისიებს წევრები ტოვებენ

30.09.24 17:17
 არჩევნებამდე 26 დღით ადრე საუბნო კომისიებს წევრები ტოვებენ

არჩევნებამდე 26 დღით ადრე ცენტრალურ საარჩევნო საუბნო კომისიებს წევრები ტოვებენ. “პირველების“ წყაროს ინფორმაციით, "ცესკო-ს თანამშრომლებს "ქართული ოცნების" უკანონო დავალებების შესრულება არ სურთ".

საუბნო კომისიის უკვე ყოფილი წევრები საკუთარ გადაწყვეტილებას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან - ზოგი მათგანი ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიიღეს თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება.

ნაღვლის ბუშტის პრობლემა მაქვს და სიარული მიჭირს - პარტია ჩავაყენე საქმის კურსში განცხადება დავწერე“ - ამბობს ნაბეღლავის ოლქის კომისიის წევრი.

საოლქო კომისიებში აღარ მალავენ, რომ კადრები ნამდვილად მიდიან, მაგრამ ამტკიცებენ, რომ პრობლემას ვერ ხედავენ, რადგან, გადამზადების შემდეგ, კომისიის წევრები ჩანაცვლდებიან.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზვიად სურმანიძე მიიჩნევს რომ 10 განცხადების დაწერა ზედიზედ მასიურად დატოვება არ არის.

მოვიდა ადამიანი, დაწერა განცხადება, შეწტფვეტასთანდ აკავშირებით. ამაზხე საოლქო საარჩევნო კოისიამ იმსჯელა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. რატოა მასიური, 10 განცხადება მასიური დატოვება არ არის, ჩემი პირადი შეხედულებით“,- უთხრა “პირველებს“ სურმანიძემ.

765 კომისიის წევრიდან ამ პერიოდის განმავალობაში მხოლოდ 5 მომგვმართა და ითხოვა უფლებამოლსილების შეწყვეტა, არაფერი განსაკუთრებული არ არის, ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შესაძლებელია რამე პრობლემა შეექმნათ“, - ამბობენ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

პრობლემას ვერ ხედავენ ცეკოშიც -  საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი ამბობს, რომ კომისიის ერთეული წევრების გადაწყვეტილება, პროცესზე ზეგავლენას  ვერ მოახდენს.

კონკრეტულად რაოდენობა არ მაქვს, თუმცა ჩვენ 3031 საარჩევნო უბანი გვაქვს შექმნილი და კომისიის ერთეული წევრების გადაწყვეტილება, პროცესზე ზეგავლენას  ვერ მოახდენს. მივიღებთ შესაბამის ზომებს და ავირჩევთ კომისიის წევრებს“, - განაცხადა იოსელიანმა.