“ოცნება“ კარგავს მხარდაჭერას, მათ შორის საარჩევნო საუბნო კომისიებში - კუპრაძე
არჩევნებამდე 26 დღით ადრე, ცენტრალური საარჩევნო საუბნო კომისიებს წევრები ტოვებენ - ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ რეალური მიზეზი, სულაც არ უკავშირდება ჯანმრთელობის მდგომარეობას და მათ დიდ ნაწილს “ოცნების“ დავალებების შესრულება აღარ უნდა.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ კომისიის წევრები საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა მათი შვილების აქციებზე დგომამ და რუსული ხელისუფლების გაპროტესტებამ იქონია.
ეს ადამიანები იყვნენ, წლების განმავლობაში, ქართული ოცნების დასაყრდენი არჩევნებში, ცხადია, რომ შვილების გავლენა და არგუმენტები, რომლებსაც ისინი არასაჯაროდ ასახელებენ, არის ის, რომ მათი შვილები დგანან აქციებზე და აპროტესტებენ რუსულ ხელისუფლებას, ამიტომ ისინი ვერ იქნებიან “ოცნების“ დავალებების შემსრულებლები. ათობით განცხადებაა წარმოდგენილი საოლქო კომისიებში ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და ძალიან ბევრი, დარწმუნებული ვარ, კიდევ გამოაშკარავდება, საარჩევნო უბნების ნუმერაციის დონეზე. “ოცნება“ კარგავს მხარდაჭერას, მათ შორის საარჩევნო საუბნო კომისიებში“,- განაცხადა კუპრაძემ.
არჩევნებამდე 26 დღით ადრე ცენტრალურ საარჩევნო საუბნო კომისიებს წევრები ტოვებენ. “პირველების“ წყაროს ინფორმაციით, "ცესკო-ს თანამშრომლებს "ქართული ოცნების" უკანონო დავალებების შესრულება არ სურთ".