საბა ბუაძე: საერთაშორისო პარტნიორებს, დაინტერესდნენ და შეაფასონ ანტიკორუფციული სააგენტოს სამარცხვინო, უკანონო და უსამართლო ნაბიჯი
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს გადაწყვეტილება არის პირადი ანგარიშსწორება ეკა გიგაურის წინააღმდეგ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს, შეაფასონ "სამარცხვინო, უკანონო და უსამართლო ნაბიჯი".
ბუაძე აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია და ანტიკორუფციული ბიურო ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და ხელი შეუშალონ დაკვირვების პროცესს.
ჩვენ ყველანი ერთად თვალ-ყურს ვადევნებთ მარცხისთვის განწირული ივანიშვილის ხელისუფლების პანიკურ ნაბიჯებს, რომლებიც ამ ქვეყანაში დემოკრატიას და მშვიდობიან განვითარებას უთხრიან ძირს. ჩვენ ვხედავთ როგორ აგრძელებს ეს ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებას. აქამდე ვხედავდით აქტივისტების დაპატიმრებას, ოპოზიციონერი ლიდერების შევიწროებას, მუქარის შემცველი ზარების კამპანიას ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ, ასევე ვხედავთ ანტიკორიფციული ბიუროს მოქმედებას სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი არის ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რაც ცხადია, ამ ხელისუფლებას ვერ გამოუვა. დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი ძირგამომთხრელი ნაბიჯი, რომელიც გულისხმობდა არჩევნებზე დაკვირვების პროცესში მყოფი კოალიციისთვის ხელის შეშლას. კერძოდ, "დაიცავი შენი ხმა" არის კოალიცია, დარეგისტრირდა იმისთვის, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და ამ კოალიციის ერთ-ერთს წევრ ორგანიზაციას, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დამატებით საარჩევნო ადმინისტრაცია და ანტიკორუფციული ბიური ცდილობს, რომ ჩრდილი მიაყენოს, ხელი შეუშალოს დაკვირვების პროცესს და, ფაქტობრივად, ეს ორგანიზაცია გაათანაბრა პოლიტიკურ პარტიასთან, რაც არის მიზანმიმართული იერიში სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დააკვირდეს ამ ქვეყანაში მართლაც ისტორიული მნიშვნელობის არჩევნებს.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის კარგად ორგანიზებული სისტემა, სადავ "საერთაშორისო გამჭვირვალობაზე" ზეწოლის შედეგად გაგრძელდება კიდევ სამომავლო ნაბიჯები სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე , იმისათვისბრომ ვერ მოხერხდეს არჩევნებზე დაკვირვება და საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს. ეს არის ის, რასაც აკეთებს ხელისუფლება. ეს არის ამავდროულად პირადი ანგარიშსწორება "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის, წინააღმდეგ , რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული სტატების სენატში და იქ დაინტერესებულ მხარეებს უყვებოდა საქართველოში მიმდინარე სავალალო პროცესების შესახებ და დავიანხეთ, რომ ამ ნაბიჯებმაც არ დააყოვნა და გაგრძელდა ის სამარცხვინო კამპანია, რომელსაც ეს ხელისუფლება ეწევა ამ ქვეყანაში განსხვავებული, პროდასავლური აზრის, სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. ამ ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიასთან გათანაბრება რა თქმა უნდა არის ძირგამომთხრელი ნაბიჯის. ეს არის სრული აბსურდი, რომელიც მიზნას ისახავს იმას, რომ ხელი შეუშალოს სადამკვირვებლო პროცესს.
ჩვენ მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ აუცილებლად დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და შეაფასონ ანტიკორუფციული სააგენტოს ეს სამარცხვინო, უკანონო და უსამართლო ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ სადაკვირვებლო პროცესს და სადაკვირვებლო ორგანიზაციებს ამ ქვეყანაში ხელი შეუშალონ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.
ასევე აღსანიშნავი არის, რომ ესენი არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც 2012 წელს აკვირდებოდნენ ხელისუფლების ცვლილების პროცესს და საარჩევნო პროცესს და მაშინ ივანიშვილი და თავისი ხელისუფლება აქტოურად იყენებდა "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშებს და დასკვნებს, მაგრამ როცა მათი ინტერესების მიღმა აღმოჩნდება ნებისმიერი მხარე, ჩვენ ვხედავთ როგორ სამარცხვინოდ და რუსული მეთოდებით მოქმედებენ ისინი“, - განაცხადა ბუაძემ.
შეგასხენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.
ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.