"ქართული კოშმარი" ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს" - როთი

30.09.24 18:11
"ქართული კოშმარი" ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს" - როთი

"ქართული კოშმარი" ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს", - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებას ეხმაურება. 

საუბარია ფაქტზე, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.

"ქართული კოშმარი" ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დამოუკიდებელი დაკვირვება აუცილებელი წინაპირობაა", - წერს მიხაილ როთი X-ზე.