რატომ ვერ მოხვდა პრეზიდენტის შვილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში - ცესკოს განმარტება
რატომ ვერ მოხვდა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის შვილი ამომრჩეველთა სიაში - ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, გადაამოწმეს საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები და დაადგინეს, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში.
მათივე განმარტებით, მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის ხმა მიცემას საფრანგეთის რესპუბლიკაში შეძლებს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე.
აქვე მივმართავთ ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ, რათა დროულად მოხდეს მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება“, – წერს ცესკო.
მანამდე „ნეტგაზეთმა“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან.