უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონით და სხვა განვითარებული მოვლენებით, საქართველომ გადაუხვია ევროკავშირის გზიდან - კოპმანი

30.09.24 19:30
უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონით და სხვა განვითარებული მოვლენებით, საქართველომ გადაუხვია ევროკავშირის გზიდან - კოპმანი

ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მიღებით და მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებებით, ქვეყანამ ევროკავშირის გზიდან გადაუხვია.

ამასთან, ხერტ იან კოოპმანმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით საქართველოსთვის დაკისრებული 9 დათქმის შესრულების კუთხით, ივანიშვილის ხელისუფლებამ საკმაოდ მცირე პროგრესი ანახა.

ბევრი კითხვაა საქართველოსთან დაკავშირებით და მიხარია, რომ ეს საკითხი წამოწიეთ. ჩვენ ვამაყობდით იმით, რომ საქართველო გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდა. აშკარაა, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონით და სხვა განვითრებული მოვლენებით მან დაკარგა გზა და გადაუხვია ევროკავშირის გზიდან. როდესაც ვამბობ, რომ ქვეყანამ გადაუხვია ევროკავშირის გზიდან, უნდა დავაკონკრეტოთ, რომ ამ გზიდან არ გადაუხვევია ქართველ ხალხს , ევროპულ ღირებულებებს საქართველოში 80 დან 90 პროცენტამდე ადამიანი უჭერს მხარს.

საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, არის ის, რომ მთავრობის პოლიტიკამ გადაუხვია ევროკავშირის ღირებულებებიდან. უნდა ვთქვა, რომ ძალიან მცირე პროგრესია 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შესრულდეს და რომლის საფუძველზეც ევროკომისიმ თქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დე-ფაქტო გაჩერდა. ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიო, რა დახმარებას გავუწებთ ამ პროცესში, რა უნდა გაკეთდეს, რომ გამოვასწორთ მდგომარეობა. კრიტიკული ფაქტორი ამ კუთხით იქნება უცხოური გავლენის აგენტების კანონის უკან გაწვევა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ პრობლემა არა ხალხთან, არამედ მთავრობის პოლტიიკასთან გვაქვს", - ამბობს ხერტ იან კოოპმანი.