მერის საეჭვო ტრანზაქციები - რისი ეშინია კახა კალაძეს?

30.09.24 20:01
მერის საეჭვო ტრანზაქციები - რისი ეშინია კახა კალაძეს?

კალაძის გადამალული მილიონები - თბილისის მდიდარი მერის უცხოური ანგარიშები ცარიელია. შვეიცარიული და იტალიური ბანკებიდან გატანილია 8 მილიონ ევროზე მეტი. მოახლოებული სანქციების შიში კალაძის დეკლარაციამ გათქვა. ანგარიშებიდან ფულის მოხსნა კი დროში ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც შტატებმა "ოცნების" ლიდერების დასანქცირება დააანონსა.

კალაძემ დღეს დაადასტურა, რომ უცხოურ ბანკებს აღარ ენდობა. ოფიციალურად მილიონები კალაძემ გაასესხა - ასეა მითითებული დეკლარაციაში, თუმცა ვისზე, ან რა პირობებით - ამის შესახებ არაფერი წერია. ფაქტია, რომ თვითგადარჩენის რეჟიმში მყოფმა "ოცნების" ლიდერებმა თადარიგი წინასწარ დაიჭირეს და დიდი ფულის გაქეშება დაიწყეს,  ათი დავალებების შემსრულებლები კი სანქციების პირისპირ დატოვეს.  

კალაძის დაცარიელებული ანგარიშების ამბით ლიკა ჯანყარაშვილია პირდაპირ ეთერში.